დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის დაბრუნების პირობები:
კომპანია ,,არომატიკა", პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
- პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია ,,არომატიკას"-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
- პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი. შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: aromaptoduct@mail.ru
- პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელიც გაწერილია ანაზღაურების წესის პუნქტში, მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. სხვა ყველა შემთხვევაში, კომპანია არ იღებს პროდუქტის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
ანაზღაურების წესი:
კომპანია ,,არომატიკა"იღებს ვალდებულებას დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი და აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
- 100% იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
- 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.